logo_geo
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 130 ბავშვი დაინფიცირდა
- +

15 ივლისი. 2021. 22:06

 

კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა უკვე საგანგაშოა. მცირეწლოვანი პაციენტების მისაღებად არაპედიატრიული კლინიკებიც ემზადებიან, მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფო.

 

სპეციალისტთა განმარტებით, დღიური შემთხვევების ათი პროცენტი სწორედ ბავშვებზე მოდის- მაგალითად, მხოლოდ დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში კოვიდით თითქმის 130 ბავშვი დაინფიცირდა, მათგან უმრავლესობას დელტა შტამი აქვს.

 

მომატებულია მძიმე შემთხვევებიც. გამოსავლად ექიმები ზრდასრულების ვაქცინაციას ასახელებენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი