logo_geo
კახეთში 17 წლის მოზარდი აიცრა
- +

7 აგვისტო. 2021. 23:26

 

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, კახეთში 17 წლის მოზარდი აიცრა.

 

ფაიზერის ვაქცინა, გოგონამ თელავის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაიკეთა.

 

მოზარდის დედის, ნინო მაისურაძის განმარტებით, მისმა ქალიშვილმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

 

„თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, თავადვე დარეგისტრირდა და აცრა ჩაიტარა. კარგად არის, არავითარი გართულება არ აქვს”- განაცხადა მაისურაძემ.

 

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ფაიზერით აცრა, მოქალაქეებს 16 წლის ასაკიდან შეუძლიათ.

 

ფაიზერით ვაქცინაცია კახეთში 26 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინა, საჩუქრად გადასცა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი