logo_geo
GORBI: საზოგადოების ნდობის რეიტინგში კვლავ „იმედი“ ლიდერობს
- +

20 მარტი. 2022. 21:20

 

 

საქართველოში სატელევიზიო რეიტინგის ლიდერი ისევ ტელეკომპანია „იმედია“. ყველაზე სანდო ტელევიზიების პირველ ადგილს სწორედ „იმედი“ იკავებს. გამოკითხვა კომაპნია GORBI-მ ჩაატარა.

კითხვაზე „რომელ სატელევიზიო არხს ენდობით ყველაზე მეტად, როდესაც საქმე ეხება ახალ ამბებსა და ინფორმაციას?“ პასუხები ასე გადანაწილდა.

გამოკითხულთა 32% ამბობს, რომ ენდობა „იმედს“. „რუსთავი 2“-ს ენდობა 12,7%. „მთავარს“ 11%, „ტვ პირველს“ -7,8%, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს - 4,5%, „პოსტივის“ - 3,5%, „ფორმულას“ -1,9%, „მაესტროს“ - 1,8%, „პალიტრას“ - 1,6%. სხვა ტელევიზიებს 8,2% და არცერთს არ ენდობა გამოკითხულთა 15%.

 

 

big_banner
არქივი