logo_geo
გია აბაშიძე: ფორმალური მოქმედი პრეზიდენტი თუ როგორი უსაქციელოა, კარგად ჩანს რადიკალებთან მისი რაღაც „ერთობის ფანჩატურის“ შექმნით
- +

9 თებერვალი. 2024. 18:35

 

 

„ფორმალური მოქმედი  პრეზიდენტი თუ როგორი უსაქციელოა, კარგად ჩანს რადიკალებთან მისი რაღაც „ერთობის ფანჩატურის“ შექმნით“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და ალიანსი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“.

 

ანალიტიკოსი აღნიშნავს, როგორი უპრინციპო და ამორალურნი არიან სააკაშვილი და მისი ანტურაჟი - ღია თანამშრომლობა მათთვის ერთ დროს რუსეთის ე.წ. აგენტ სალომე ზურაბიშვილთან.

 

„როგორი უპრინციპო და ამორალურნი არიან სააკაშვილი და მისი ანტურაჟი - ღია თანამშრომლობა მათთვის ერთ დროს რუსეთის ე.წ. აგენტ სალომე ზურაბიშვილთან. ფორმალური მოქმედი  პრეზიდენტი თუ როგორი უსაქციელოა, კარგად ჩანს რადიკალებთან მისი რაღაც „ერთობის ფანჩატურის“ შექმნით. მარტივად - „სახლობანას“ ანუ „პოლიტიკობანას“ თამაშობენ ურეიტინგო, უსამშობლო ლუზერები“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

big_banner
არქივი