logo_geo
ნინო ფოჩხუა ნიკა გვარამიაზე: ამ ადამიანმა რა იცის სიტყვის ფასი, რა იცის, რა არის ღირსება და თავმოყვარეობა, რაც არ უნდა "გაკეთილშობილდეს", ნულია
- +

21 თებერვალი. 2024. 14:07

 

 

რას არ გაგაკეთებინებს და გათქმევინებს "პატრონები," გინდ პატრონი ლუციფერთან იყოს შეკრული. რას არ გათქმევინებს ხამობა ჭინჭების მიმართ, საკუთარ ფურთხსაც ალოკავ, რამე რომ იყოს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ნიკა გვარამიას მიერ გახარიას თაობაზე გაკეთებულ სხვადასხვა განცხადებებს.

 

ფოჩხუას თქმით, ნიკა გვარამიამ არ იცის სიტყვის ფასი და რაც არ უნდა "გაკეთილშობილდეს", ნულია.

 

„რას არ გაგაკეთებინებს და გათქმევინებს "პატრონები," გინდ პატრონი ლუციფერთან იყოს შეკრული. რას არ გათქმევინებს ხამობა ჭინჭების მიმართ, საკუთარ ფურთხსაც ალოკავ, რამე რომ იყოს. ამ ადამიანმა რა იცის სიტყვის ფასი, რა იცის, რა არის ღირსება და თავმოყვარეობა, ამიტომაც არის, რაც არ უნდა "გაკეთილშობილდეს", ნულია და ეს კარგად გამოჩნდება არჩევნებზე“,  - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

 

 

big_banner
არქივი