logo_geo
გია აბაშიძე: ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს თურმე აქვს პოტენციალი, მარაზმატიკულად განაცხადოს, ტრანსგენდერების მიერ გამომუშავებული რძე ისეთივე კარგია ჩვილებისთვის, როგორიც დედის რძე
- +

22 თებერვალი. 2024. 12:07

 

 

„პოლიტიკური ორიენტაციის აღრევა, საზოგადოების უმრავლესობის ინტერესების უგულებელყოფა უცხო არ არის გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკურ წრეებში. ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტია ფსევდოლიბერალიზმის და ვოუქიზმის ისეთ მახინჯ დინებაში დრეიფობს, რომ ფეხქვეშ გათელა კონსერვატიზმის არსი“, - ასე ეხმიანება  ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ბრიტანული გამოცემა „The Telegraph“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური, ტრანსგენდერების მიერ გამომუშავებულ რძეს, დედის რძის მსგავსად სასარგებლოდ მიიჩნევს.

 

მისი თქმით, ბრიტანელ კონსერვატორთა ჭარბმა ვოუქიზმმა და შიდა პოლიტიკაში განცდილმა არაერთმა ფიასკომ ელექტორატის ლეგიტიმური გულისწყრომა დაიმსახურა. რაც შეეხება აღნიშნულ ინფორმაციას, ანალიტიკოსის შეფასებით, საზოგადოებას თავზე ახვევენ მახინჯ პროპაგანდას.

 

„პოლიტიკური ორიენტაციის აღრევა, საზოგადოების უმრავლესობის ინტერესების უგულებელყოფა უცხო არ არის გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკურ წრეებში. ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტია ფსევდოლიბერალიზმის და ვოუქიზმის ისეთ მახინჯ დინებაში დრეიფობს, რომ ფეხქვეშ გათელა კონსერვატიზმის არსი.

 

სერვისების შეთავაზებაში წლობით ჩავარდნილ ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს (NHS) თურმე აქვს პოტენციალი, რომ მარაზმატიკულად განაცხადოს - ტრანსგენდერების მიერ გამომუშავებული „დედის რძე“, რომლებიც დაბადებისას მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ, ისეთივე კარგია ჩვილებისთვის, როგორიც დედის რძე. თურმე იმისთვის, რომ დაბადებით მამაკაცმა ბავშვის ძუძუთი გამოკვება შეძლოს, მას უნდა განუვითარდეს რძის წარმომქმნელი ჯირკვლები ჰორმონ პროგესტინის მიღებით. NHS-ის ცნობით, „პრეპარატით გამოწვეული“ „ძუძუთი კვების“ დროს გამოყოფილი სითხე, „შედარებადია“ დედის რძესთან და შესაძლოა, მას გაუთანაბრდეს.

 

გახვრეტილი პენსის ფასიც აღარ აქვს პრემიერ რიში სუნაკის ადრე ნათქვამს, რომ მამაკაცი არის მამაკაცი და ქალი არის ქალი.

 

გამოხატვის თავისუფლება ფარსია, როდესაც თავზე გახვევენ ანომალიურ ფსევდო-თეორიებს, მახინჯ პროპაგანდას და თუ ამას არ ეთანხმები, აუცილებლად აუტსაიდერად მიიჩნევი. მემარცხენე ფსევდოლიბერალიზმის ნეობოლშევიკური იდეოლოგია - ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია.

 

ბრიტანელ კონსერვატორთა ჭარბმა ვოუქიზმმა და რაც მთავარია, შიდა პოლიტიკაში არაერთმა ფიასკომ ელექტორატის ლეგიტიმური გულისწყრომა დაიმსახურა.

 

Find Out Now და Electoral Calculus-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვა პროგნოზირებს, რომ ოპოზიციური ლეიბორისტები მომდევნო არჩევნებში (2025 წ.) უპრეცედენტო უმრავლესობით გაიმარჯვებენ. ეს უფრო დიდი გამარჯვება იქნება, ვიდრე ტონი ბლერის 1997 წელს. კვლევის თანახმად, ლეიბორისტებს 42%–იანი მხარდაჭერა აქვთ, ხოლო კონსერვატორებს - 22%.

 

ამომრჩევლებმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვა, ეკონომიკა და იმიგრაცია ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია.

 

დიახ, ბრიტანეთის სწორედ ის ჯანდაცვის სისტემა, სადაც უამრავი პრობლემაა, მაგრამ უწყება დაკავებულია სუპერიდიოტური „კვლევების“ ჩატარებითა და ტირაჟირებით“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი