logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი: თუ ვართ პარტნიორები, თანაბარი უფლებებით უნდა ვიყოთ, თუ არა და, ის მაინც შეიგნონ, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი არც ცალ ფეხზე ხტუნავს და არც ენის მოჩლექით ლაპარაკობს
- +

12 მარტი. 2024. 16:22

 

 

„ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა შეიგნოს, განსაკუთრებით უცხოეთში, თუ ვართ პარტნიორები, თანაბარ უფლებებით უნდა ვიყოთ, თუ არა და, ის მაინც შეიგნონ, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი არავის წინაშე არც ცალ ფეხზე ხტუნავს და არც ენის მოჩლექით ლაპარაკობს“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების მოთხოვნაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს ქვეყანა მიისწრაფვის მშვიდობიანი, სტაბილური და მართლაც სუვერენული სახელმწიფოს განვითარებისათვის, ამ დროს ზოგი ომში გვითრევს და ზოგიც - ლგბტ პროპაგანდის ჭაობში.

 

„იცით, რა მომწონს ამ ხელისუფლების?! არავის რომ თავს არ უხრის, დიახ, უპირველესად სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების ერთგულია და არ არსებობს მისთვის დიდი და პატარა ძმები, სერიოზული პარტნიორები და უმნიშვნელო მეგობრები! დიახ, ასეა, ეს ქვეყანა მიისწრაფვის მშვიდობიანი, სტაბილური და მართლაც სუვერენული სახელმწიფოს განვითარებისათვის, ამ დროს ზოგი ომში გვითრევს და ზოგიც - ლგბტ პროპაგანდის ჭაობში, დღე არ გავა, ჩვენივე მოქალაქეები, რიგით პოლიტიკოსებად თუ პრეზიდენტად წოდებულები, ხაფანგს რომ გვიგებდნენ - ხან შავი ხვრელები ესიზმრებათ  და ხანაც რუსული კანონები, ამ მართლაც შავი ხვრელებიდან გამომძვრალ მავნებლებს.  ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა შეიგნოს, განსაკუთრებით უცხოეთში, თუ ვართ პარტნიორები, თანაბარ უფლებებით უნდა ვიყოთ, თუ არა და, ის მაინც შეიგნონ, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი არავის წინაშე არც ცალ ფეხზე ხტუნავს და არც ენის მოჩლექით ლაპარაკობს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

big_banner
არქივი