logo_geo
ნინო ფოჩხუა: სალომე ზურაბიშვილმა არც ახლა უღალატა ჩვეულებას და ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს
- +

18 მარტი. 2024. 13:01

 

 

ვეტოს დადებით ცნობილმა სალომე ზურაბიშვილმა არც ახლა უღალატა ჩვეულებას და ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს. ეს კი არის ცესკოს დისკრედიტაცია და მომავალი არჩევნების არაღიარების საბაბი, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს შესახებ.

 

ექსპერტის თქმით, რაც არ უნდა იძახოს სალომე ზურაბიშვილმა არ ვარ დესტრუქციული ოპოზიციის პრეზიდენტიო, ფაქტები სხვას ამბობენ, ამომრჩეველი ამას ხედავს და საკადრის პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს.

 

„გამომდინარე იქიდან, ქალბატონი პრეზიდენტი საიდან სად მოხვდა, რა საუბარი შედგა მას და ოცნების გუნდს შორის, ზელენსკის მსოფლიო ლიდერობასთან დაკავშირებით, მეგონა ემიგრანტის კომპლექსი იყო მიზეზი მისი ასეთი ქცევის, მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ გარდა ამისა, სხვა მიზეზიც არსებობდა და ეს უცხო ქვეყნის აგენტობა, მერკანტილური პირადი ინტერესი იყო. მისი ყოველი მოქმედება ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ვეტოს დადებით ცნობილმა სალომე ზურაბიშვილმა არც ახლა უღალატა ჩვეულებას და ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს. ეს კი არის ცესკოს დისკრედიტაცია და მომავალი არჩევნების არაღიარების საბაბი. რაც არ უნდა იძახოს ამ ქალმა, არ ვარ დესტრუქციული ოპოზიციის პრეზიდენტიო, ფაქტები სხვას ამბობენ, ამომრჩეველი ამას ხედავს და საკადრის პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს“, - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

 

 

big_banner
არქივი