logo_geo
ნინო ფოჩხუა ლაშა ბუღაძეზე და ზაზა ბიბილაშვილზე:  უნდა იცოდნენ, ცისარტყელა უფლისკენ მიმავალი გზის სიმბოლოა, კულტურის სიმბოლო
- +

25 მარტი. 2024. 21:05

"ნინო ფოჩხუა ლაშა ბუღაძეზე და ზაზა ბიბილაშვილზე: ისე კი უნდა იცოდნენ ინტელექტუალობაზე რომ აქვთ პრეტენზია, ცისარტყელა უფლისკენ მიმავალი გზის სიმბოლოა, კულტურის სიმბოლო ისე კი უნდა იცოდნენ ინტელექტუალობაზე რომ აქვთ პრეტენზია, ცისარტყელა უფლისკენ მიმავალი გზის სიმბოლოა, კულტურის სიმბოლო",- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ლაშა ბუღაძისა და ზაზა ბიბილაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცისარტყელას ამსახველ ფოტოებს და “ქართული ოცნების” მიმართულებით გაკეთებულ განცხადებებს.

 

ფოჩხუას თქმით, ზუსტად სიმბოლურია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ დღეს გაჟღერებული კანონპროექტის შემდეგ საქართველოს ცაზე გამოსახული ცისარტყელა.

 

„იქნებ პირიქით არის? ყველაფერი გაუკუღმართებული როგორ უნდა დაიბადოს ამათ დაბინძურებულ თავებში. ისე კი უნდა იცოდნენ ინტელექტუალობაზე რომ აქვთ პრეტენზია, ცისარტყელა უფლისკენ მიმავალი გზის სიმბოლოა, კულტურის სიმბოლო. ნოეს კიდობნის დახმარებით ვინც გადარჩა, მათგან დედამიწა ახლიდან დასახლდა. ასე გადარჩა კულტურა- გზა უფლისკენ. და თქვა ღმერთმა "აღარ მოისპობა აღარანაირი არსება წარღვნებით, ნიაღვრებით და თავისი აღთქმის დასტურად ცაზე ცისარტყელა გადაჭიმა. ზუსტად სიმბოლურია მამუკა მდინარაძის მიერ დღეს გაჟღერებული კანონპროექტის შემდეგ საქართველოს ცაზე გამოსახული ცისარტყელა“, - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

 

big_banner
არქივი