logo_geo
ვახტანგ (ლოთი) ქობალია: ვის აქვს სურვილი საქართველო გამთლიანდეს თავის ჭეშმარიტ ტერიტორიულ ფარგლებში?!...
- +

17 იანვარი. 2017. 13:50




საქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი ვახტანგ (ლოთი) ქობალია სოციალურ ქსელში წერს:

 

„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ როცა ვლაპარაკობ საქართველო, ვგულისხმობ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.

 

შეიძლება ეს ვიღაცას მოეჩვენოს აბსურდად, მაგრამ ეს ჩემი სურვილია და არა დაუსჯადი, ნუ შემომედავებით იმაში რომ ეს შეუძლებელია. ყოველთვის ვფიქრობდი და მინდოდა ბავშობიდან უზარმაზარი საგანისათვის დედამიწის მაგნიტური მიზიდულობის ძალა შემეცვალა და ესა თუ იმ საგანის უბრალოდ გადაადგილება ყოფილიყო შესაძლებელი. რამეთუ „სულებს ხორციელი ცოდვები არ ამძიმებს მისთვის წინაღმდეგობა არ არსებობს".

 

როცა ვამბობ საქართველო ვგულისხმობ, ყველა ქართველთა და არა იმ კატეგორიაზე რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას არ მისცა ხმა. 3% ეს გახსოვთ, რომლებმაც მერე კრიმინალური გადატრიალება მოახდინეს.

 

დავსვამ კითხვას, თუ 3 %-ს გადატრიალება შეუძლია, რატომ არ შეუძლია გადმოტრიალება 97 %-ს.

 

მე არ ვფიქრობ დღეს იმისთანა ხალხზე და ვამბობ არიან კი მსურველები რომლებსაც საქართველოს გამთლიანება სურს?

 

და მეორე; ყველამ იცის, რა დამოკიდებულება და რა აზრი მაქვს იმ ხალხზე ვინც შეცდომით ჩაება ამ ძმათა მკვლელ ომში. ბევრთან მქონდა ლაპარაკი და ბევრისგან ისეთი აზრი დამრჩა ჩემზე უფრო უყვარდათ საქარღველო. იმიტომ დასჭირდა შევარდნაძეს ბალტინის შემოყვანა, ზვიადის ჩამოსვლის შემდეგ შევარნაძეს თითქმის მომხრე არ ჰყავდა და თუ ისინი ერთად იყვნენ მხოლოდ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი თუ რამდენი % იყო ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ სურდა.

 

მე არ წარმოვადგენ იმ კატეგორიას, რომელსაც მარტო თავისთვის უნდა საქართველო. მე ოღონდ საქართველო გამაერთიანებინეთ და თუნდაც ჩემი საკუთარი სისხლით დაგიბანთ ფეხებს, (რასაკვირველია ვისაც ამის სურვილი აქვს) მსურველებიც ვიცი, რომ გამოჩდება. მაგრამ, მე არმაქვს პრეტენზია თუ ვინ გააკეთებს ამას და ვინ გააერთიანებს საქართველოს.

 

მოდი ჯერ დავიწყოთ აქედან, რამდენს და ვის აქვს სურვილი საქართველო გამთლიანდეს თავის ჭეშმარიტ ტერიტორიულ ფარგლებში, აბსოლუტური ურთიერთ მიტევებით, და საბოლოო საქართველოს გაბრწყინების", - წერს ქობალია.

 




 

big_banner
არქივი