logo_geo
ლევან ღამბაშიძე: ამ ადგილას გავლისას მხოლოდ ერთი სიტყვა მადგას ხოლმე პირს: „სამარცხვინო“
- +

17 იანვარი. 2017. 14:02



 

„თბილისისს და ბათუმს რაც სჭირს გასაგებია უკვე. პრინციპში აღარც არაფერი ეშველება ამ ქალაქებს. მაგრამ იგივე გაუაზრებელი და მავნებლური ხელწერა სხვა ქალაქებსაც გადაედო", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე წერს და აქვე სტეფანწმინდაში გადაღებულ ფოტოს ქვრცელებს.



Description: Image may contain: sky, tree, mountain, snow, outdoor and nature

 

„ეს არის სტეფანწმინდის ცენტრი. ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილია. ფოტოებს იღებდა აქ ხალხი ადრე. ამ ადგილიდან ერთდროულად ჩანს ყაზბეგის ძეგლიც და მყინვარწვერიც.

 

სტეფანწმინდა რომ ლამაზია, იმიტომ კი არ არის ლამაზი, რომ ლამაზი სახლებით არის ნაშენები. არც კოშკები აქვს მესტიის მსგავსად. სტეფანწმინდა ლამაზია ამ ხედის გამო. იმიტომ, რომ ნებისმიერი სახლიდან და საჯარო ადგილიდან, როგორიც არის მაგალითად ეს მცირე მოედანი შეგიძლია ამ ულამაზესი მთის დანახვა. ამ ხედის ამოშენება სუიციდის ტოლფასია.

 

გასაგებია, რომ კერძო საკუთრებაა, მაგრამ არსებობს საზოგადოების ინტერესებიც. უბრალოდ რომ გადათვალო, ამ მოედნიდან დანახული ხედი საქართველოს ყველა მოქალაქის იყო. ახლა კი ერთი კონკრეტული სასტუმროს (ალბათ) მეპატრონის და მასთან გაჩერებული სტუმრების არის მხოლოდ. ვფიქრობ არასამართლიანი შეფარდებაა და თუ მთავრობას შეეძლო რომ ეს უსამართლობა არ დაეშვა, ეს უნდა გაეკეთებინა. თუ ახლაც შეუძლია რომ ეს მშენებლობა შეაჩეროს, ვფიქრობ ასეც უნდა მოიქცეს. (რა თქმა უნდა შესაბამისი კომპენსაციის ფასად).

 

მე პირადად, რომელსაც სტეფანწმინდა და ზოგადად ყაზბეგი ძალიან მიყვარს ამ ადგილას გავლისას მხოლოდ ერთი სიტყვა მადგას ხოლმე პირს: „სამარცხვინო", - წერს ღამბაშიძე.




 

big_banner
არქივი