logo_geo
ვალერი ხაბურძანია: სააკაშვილის დროს ყველა ხვრელში „ჟუჩოკი“ და ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული!
- +

17 იანვარი. 2017. 21:55


 

 

უშიშროების ყოფილი მინისტრი და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ვალერი ხაბურძანია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„24 საათის განმავლობაში ყვირიან: „ეს შენ გეხება - ყველას გვისმენენო". სხვათა შორის, აშკარად ჩანს, რომ ეს კამპანიაც კარგადაა დაფინანსებული და ის ხალხი აქტიურობს, ვისაც წლების განმავლობაში ხმა არ ამოუღია. ერთია „გამჭვირვალობა - საქართველო", მეორე - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"... მე ამ ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ, მაგრამ არ მახსოვს, ამ ორგანიზაციას სააკაშვილის პერიოდში მოსმენები გაეპროტესტებინა. ეს მაშინ, როცა ყველა ხვრელში „ჟუჩოკი" და ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული. ახლა გაიძახიან, დღეს ხომ ვაქტიურობთო? ეს უკვე ძალიან ჰგავს დაკვეთას და მიზანმიმართულ ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ. უკანონო მოსმენები რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს, ეს გასაგებია, მაგრამ ეგენი ებრძვიან ზოგადად მოსმენებს, რაც აბსურდია, მოსმენებისა და თვალთვალის გარეშე ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იარსებებს. ახლა ნიკა გვარამია ამბობს, მეც კი ვიყავი გარეული ამ საქმეში, მაგრამ ჩემ დროს ყველაფერი კანონიერად ხდებოდაო. ჯერ ერთი, მოსამართლეები მათ ბრძანებებს ასრულებდნენ და ნებისმიერ დროს შეეძლოთ, მიეღოთ ნებართვა ნებისმიერ ნომერზე, ვინ გაბედავდა უარის თქმას? მეორე - ამიხსნას გვარამიამ, ჩემი და გუბაზ სანიკიძის საუბრის ჩანაწერი რომ გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სად არის სანქცია? მე ამ საქმეს აღარ გავყევი, არჩევნები ახლოვდებოდა და სხვა საკითხები მოექცა ყურადღების ქვეშ.

 

მაგალითად, მე „რუსთავი 2"-ს მხოლოდ იმიტომ ვუყურებ, რომ მაინტერესებს, მათი ფანტაზიები სადამდე მივა. მათ აქვთ რამდენიმე კარგი გადაცემა, ჰყავთ პროფესიონალებიც, მაგრამ საერთო ჯამში მაინც პოლიტიკაში არიან ჩართულები ცალმხრივად. ჩვენ დროს მართლა „რუსთავი 2"-მა მოაწყო გადატრიალება, მისი წილი ამ საქმეში არის სულ მცირე, 50 პროცენტი. ეს იყო ეროსი კიწმარიშვილის „დამსახურება". მე მასთან რამოდენიმეჯერ მქონდა საუბარი: მართალია, პარლამენტის კარის გაღებას მე მაბრალებენ, მაგრამ ეს ქვეყანა შენ დაღუპე და ბოლოს თვითონვე იწვნიე ყველაფერი საკუთარ თავზე-მეთქი. როგორც კი სააკაშვილმა ფესვი გაიმაგრა, „რუსთავი 2" ეგრევე ჩამოართვა ეროსის. ეს ტელეკომპანია არის დამანგრეველი ბრენდის სახეობა, მაგრამ დღეს მას ძალა არ გააჩნია, რა თემა უნდა წამოსწიოს გვარამიამ, რომ სრულიად სახალხო აღშფოთება გამოიწვიოს? „ნაციონალების" 10-პროცენტიანი მომხრეების აღშფოთების გარდა ვერაფერს გამოიწვევენ. თუმცა ისინი ისედაც აღშფოთებულები არიან.


 

big_banner
არქივი