logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: რატომ არ გააპროტესტა ელისო კილაძემ პატარკაციშვილის მკვლელობა და „იმედის“ დრბევა?!...
- +

17 იანვარი. 2017. 21:56


 


ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


მე ბადრი პატარკაციშვილის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი და ჩემთვის, ძალიან კარგად არის ცნობილი, ბევრი რამ... შენ მე ვერ მასწავლი, ვერც ინფორმაციის მოპოვებას და ვერც კითხვის დასმას",-  შეეკამათა ელისო კილაძე გაბედულად ბიძინა ივანიშვილს, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების თანდასწრებით... მაშინ, ბიძინა ივანიშვილმა, კილაძეს სიცრუის გამავრცელებელი უწოდა...

 

ჟურნალისტისა და ყოფილი პრემიერის კითხვა-პასუხი, მაშინ არც არავის გაჰკვირვებია, რომელიც ჯერ პოლემიკაში და შემდეგ მწვავე კამათში გადაიზარდა...

 

ეს ფაქტი ახლა არც გამახსენდებოდა, მითუმეტეს ეს, დღეს არ გამიკვირდებოდა, რომ არა ერთი წარუშლელი გარემოება და ფაქტი, რომელიც ბადრი პატარკაცშვილის გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვალებას ეხება... მკვლელობა, რომელიც ისევ ბურუსითაა მოცული და საზოგადოებაში, დღემდე არსებობს კითხვაც და საფუძვლიანი ეჭვიც, თუ რა მოხდა მაშინ სინამდვილეში, რატომ და რა მიზეზით, რა გარემოებაში გარდაიცვალა ბადრი პატარკაციშვილი?!... ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის სრულიად ჯანმრთელი იყო და ყველა, მათ შორის ოჯახის წევრებიც კი გამორიცხავდნენ, მის ბუნებრივ გარდაცვალებას!....

 

საზოგადოების უმეტესობაში კი, დღემდე არსებობს აზრი, იმის შესახებ, რომ ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლე, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა შეიწირა და მისი მკვლელობა, მაშინდელმა ხელისუფლებამ, პოლიტიკური ინტერესების გამო დაუკვეთა. არც ის არაა უცნობი, რომ მაშინ ღიად სახელდებოდა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დამკვეთი,- სააკაშვილი და შემსრულებელი,- ერეკლე კოდუა!.... თითქმის ყველა პოლიტიკოსი, მეტ-ნაკლები დოზით მაინც აპელირებდა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობით და ვინც როგორ ახერხებდა, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, ხელისუფლების მხრიდან პატარკაციშვილის პოლიტიკურ დევნას აპროტესტებდა ... რამდენადაც ვიცი და მეხსიერება ნამდვილად არ მღალატობს, ბადრი პატარკაციშვილის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს ელისო კილაძეს, არც მაშინ და არც შემდეგ, არასდროს გაუპროტესტებია, არც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა და არც იმედის" დარბევა... და ნეტავ რატომ??... უფრო მეტიც, ის მომხდარიდან ცოტა ხანში, სწორედ ეჭვმიტანილ" ერეკლე კოდუას ოჯახს დაუახლოვდა, კონკრეტულად კი მის მეუღლეს(ახლა ყოფილს) ნანული ჟორჟოლიანს და ასევე, უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ ჩადის უკრაინაში კილაძე და როგორ ხვდება მას აეროპორტში, პატარკაციშვილის მკვლეობის მთავარი დამკვეთის სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი!..

 

საოცარია, მაგრამ ფაქტია რომ პატარკაციშვილის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელ ელისო კილაძეს, დღემდე არ დაუფიქსირებია თავის პოზიცია და მითუმეტეს არც პროტესტი, თუ რატომ მოკლეს თავის შეფი ბადრი პატარკაციშვილი?!... ისე, არსებობდა ინფორმაცია და დღემდეც არსებობს ეჭვი, რომ სააკაშვილსა და ზოგადად ნაციონალებს, ელისო კილაძე ჰყავდათ შეგზავნილი პატარკაციშვილან და ის ინფორმაციას მოპირდაპირე მხარეს, -ნაციონალებს აწვდიდაო... ამის შესახებ უამრავჯერ დაწერილა სოციალურ ქსელში...

 

დაბრალებით მე არავის არაფერს არ დავაბრალებ, მითუმეტეს ახლა ელისო კილაძეს ჩემი დაბრალებაღა აკლია რააა, უჩემოდ და ისედაც, ის თავფეხიანად სიბინძურეში ბანაობს, მაგრამ შეკითხვა არის ლოგიკური და პასუხიც უნდა გასცეს..., რატომ არ გააპროტესტა ელისო კილაძემ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა და იმედის" დრბევა?!... იქნებ ამ თემით დაინტერესდეს მედიაც და სამართალდამცავებიც?!

 

P.S ელისო კილაძე, ეს კითხვა ექსკლუზივ ნიუსის" ხმაში არ შეგეშალოს, როგორც ამას თქვენს ბინძურ კედელზე წერთ, ეს ერთი რიგითი ჟურნალისტის, სამართლიანი შეკითხვაა, - რატომ არ გამოიძიეთ როგორც ჟურნალისტმა, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა, კაცი რომელიც თქვენ საკმაოდ მაღალ ხელფასს გიხდიდათ და გენდობოდათ, რის ფასად და რატომ უღალატეთ, თუკი მართლა უღალატეთ?.." , - წერს ლიპარტელიანი.



 

big_banner
არქივი