logo_geo
გია გაბრიჭიძე: რას ნიშნავს ეს?
- +

17 იანვარი. 2017. 23:09


 

 

„უკაცრავად, მაგრამ ვერ გავიგე - ამ „ევროპული საქართველოს" შესახებ და საერთოდ, იმ ე.წ. პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც საბიუჯეტო დაფინანსება მოიპოვეს, ძალიან „ლაითად" მიდის საუბარი", - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც გაბრიჭძე აღნიშნავს, პოლიტიკური პარტიები ბარიერის გადამლახავ ძალებთან გაერთიანდნენ, რომ „საბიუჯეტო დაფინანსება თაღლითურად მიეთვისებინათ".

 

„რას ნიშნავს ეს?

 

ეს პოლიტიკანები პირდაპირ ამბობენ, რომ შექმნეს პოლიტიკური პარტიები იმისთვის, რომ ბარიერის გადამლახავ ძალასთან გაერთიანებულიყვნენ ბლოკში და ამით საბიუჯეტო დაფინანსება, ანუ პენსიონერების, სიბერე გამწარებული ხალხის, ფინანსების გამო სტუდენტობა წართმეული უნიჭიერესი ბავშვების, წამლის გარეშე დარჩენილი ავადმყოფების, საღამოთი სახლში დარცხვენილად მიმავალი მამების, შვილების ტირილზე ხელებში უსუსურად თავჩარგული დედების ფული, მათი თუნდაც ერთი პურის, ერთი ტაბლეტი წამლის, ერთი ცალი კანფეტის ფული თაღლითურად მიეთვისებინათ!

 

ამას უკვე ხმამაღლა აცხადებენ და არამც თუ რცხვენიათ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, თავიანთ ოჯახებში დიდ ზეიმსაც მოაწყობდნენ!

 

არ მინდა დავწერო, რომ მეტის ღირსი ვართ, არ მინდა ეს თუნდაც გავიფიქრო, მაგრამ სამწუხაროდ ასეა..." ,- წერს გაბრიჭიძე. 


 

big_banner
არქივი