logo_geo
გიორგი ბერეჟიანი „ობიექტივის“ ეთერიდან ელისო კილაძის ჩამოშორებას ითხოვს
- +

18 იანვარი. 2017. 13:28



„შეკითხვა ჩემს საყვარელ მედიაკავშირ ობიექტივს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ბერეჟიანი წერს და აღნიშნავს, რომ „ობიექტივის" ეთერში „ქრონიკა +"-ის რედაქტორის, ელისო კილაძის გამოჩენა საზოგადოებას ზიანს აყენებს.

 

„დავუშვად, დაჯდა ეთერში, შაქროს, ან ლავას ოღლის მიერ ნაყიდი ჟურნალისტი და დაიწყო ქურდობის გაპრავება, „ქრისტეს ჯვარზე რომ აკრავდნენ, სიდონიას ძმამ მოიპარა ერთი ლურსმანი, რის გამოც ქრისტეს ნაკლებად ეტკინა, სად ოთხი და სად სამი ლურსმანი? მადლიერებით აღვსილმა ქრისტემ დალოცა ქურდები და უფლება მისცა მათ, ათიდან ერთი მცნების დარღვევის, განსაკუთრებით საქართველოში დაბადებულ ქურდებს..." და ა.შ.

 

ეს ხომ გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანი იქნება ჩვენი ერისათვის, ვიდრე ის, რასაც აკეთებს ელისო? ყველაზე ბინძურ მანიაკზე, ჩვენს ისტორიაში, მიყიდული ქალბატონი?

 

ქურდებს მთელი მათი მენტალობის არსებობის მანძილზე, იმის მემილიონედი ზიანი არ მიუყენებიათ საქართველოსათვის, რაც სექტამ მიაყენა. ის ხომ აპრავებს იმათ, ვინც თქვენ რუსეთუმეებს გეძახიან? თვითონ პუტინის მონები. მოგვეცით ეგ ერთი საათი, ფბ-ს აქტიურ მომხმარებლებს, სამშობლოს ბედით შეწუხებულ ადამიანებს!" - წერს გიორგი ბერეჟიანი.




 

big_banner
არქივი