logo_geo
მოსკოვის ოლქის გუბერნატორი: ტრაგედიის ადგილზე სამაშველო ოპერაცია დასრულებულია, თუმცა სამძებრო სამუშაოები გრძელდება
- +

24 მარტი. 2024. 00:58

მოსკოვში, ტრაგედიის ადგილზე სამაშველო ოპერაცია დასრულებულია, თუმცა სამძებრო სამუშაოები გრძელდება, ამის შესახებ მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვიმ განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, 24 საათის განმავლობაში „კროკუს სითი ჰოლის“ ტერიტორიაზე, ნანგრევებში 133 დაღუპულის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 50 იდენტიფიცირებულია. დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ.

 

როგორც რუსული მედია წერს, 100-ზე მეტი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

big_banner
არქივი