logo_geo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი "ჰამასზე" თავდასხმებს გააძლიერებს
- +

21 აპრილი. 2024. 22:48

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მომდევნო დღეებში ისრაელი გააძლიერებს „ჰამასზე“ თავდასხმებს, რათა გაზარდოს ზეწოლა მძევლების გასათავისუფლებლად. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

 

სამწუხაროდ, აქამდე მძევლების გათავისუფლების შესახებ არსებული ყველა შეთავაზება „ჰამასმა“ უარყო. იმის ნაცვლად, რომ „ჰამასმა“ უკიდურესი პოზიციებიდან დაიხიოს, ისინი ჩვენში განხეთქილებას აწყობენ და მხარს უჭერენ ისრაელის მთავრობაზე მიმართულ ზეწოლას. შედეგად, ეს მხოლოდ ამკაცრებს პირობებს ჩვენი მძევლების გათავისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ განვახორციელებთ ძლიერ და მტკივნეულ თავდასხმებს მათზე და ეს ძალიან მალე მოხდება“, – ამბობს ნეთანიაჰუ.

big_banner
არქივი