logo_geo
ოლაფ შოლცი: 2024 წელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის წელი უნდა გახდეს
- +

27 აპრილი. 2024. 20:23

"2024 შეიძლება იყოს და უნდა გახდეს რეგიონში მშვიდობის წელი“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 

ის სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ახლახან მომხდარ კონფლიქტს გამოეხმაურა.

 

„მსურს, ორივე მხარეს მოვუწოდო, გამოიჩინონ ნება და გამბედაობა აუცილებელ კომპრომისებზე წასასვლელად. 2024 შეიძლება იყოს და უნდა გახდეს რეგიონში მშვიდობის წელი. ეს ერთდროულად შესაძლებლობაცაა და დიდი პასუხისმგებლობაც. ახლა, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ეს დინამიკა და მომავალში გადავდგათ თამამი ნაბიჯები“, - განაცხადა შოლცმა. 

 

შეგახსენებთ, 20 აპრილს სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრების დელიმიტაციის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს და საზღვრის დემარკაცია დაიწყეს.

 
 
 
 
 
big_banner
არქივი