რუსეთის ქალაქ გორნო-ალტაისკში კაცი ბანკში შეიჭრა და 300 ათასი რუბლი (130 000 ლარი) მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში აფეთქებით იმუქრებოდა. ამის შესახებ rbc.ru იუწყება.
ინციდენტი „სბერბანკის“ ფილიალში მოხდა. ადგილზე პოლიცია მივიდა, რომელმაც ბოროტმოქმედი დააკავა. შემოწმების შემდეგ ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.