logo_geo
უკრაინული მედია: დონეცკის რეგიონში რუსეთის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა
- +

13 აპრილი. 2024. 20:16

უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში, დონეცკის რეგიონში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. მათი ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სამეურნეო შენობები.

 

როგორც დონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა, ერთ-ერთი ფრაგმენტი ხუთსართულიან საცხოვრებელს მოხვდა.

 

„ნანგრევების ქვეშ სავარაუდოდ, ადამიანები არიან, მაგრამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე სამძებრო სამუშაოები ჯერჯერობით შეუძლებელია“, – განაცხადა ფილაშკინმა.

big_banner
არქივი