logo_geo
ჯანმო: კორონავირუსის ვაქცინა არ ნიშნავს ნულოვან ინფიცირებას, ნუ იქნებით თვითკმაყოფილები
- +

6 დეკემბერი. 2020. 00:47

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებას მიმართავს, რომ არ იყვნენ თვითკმაყოფილები კორონავირუსის ვაქცინის არსებობის გამო. ინფორმაციას euronews ავრცელებს.

 

ამის პარალელურად, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა განცხადება გააკეთა ვაქცინასთან დაკავშირებით.

 

„ვაქცინის არსებობა ყველას გვაძლიერებს, გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა შეგვიძლია“, - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

გამოცემის ცნობით, ჯანმო შიშობს, რომ არსებობს მზარდი აღქმა პანდემიის დასრულების შესახებ.

 

„სიმართლე ის არის, რომ ახლა ვირუსი ფართოდ გადაიცემა. ეს ყოველივე უზარმაზარ ზეწოლას ახდენს საავადმყოფოებზე, რეანიმაციულ განყოფილებებსა და ექიმებზე“, - აღნიშნულია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

როგორც მაიკ რაიანმა, გაეროს სააგენტოს საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელმა განაცხადა, ვაქცინა არ ნიშნავს კორონავირუსის ნულოვან შემთხვევებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი