logo_geo
ავღანეთში გაეროს ავტომანქანებზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა
- +

12 თებერვალი. 2021. 18:50

 

 

გაეროს ავტომანქანებზე ავღანეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Ariana News  იუწყება.

 

თავდასხმა ქაბულის და ჯელალაბადის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ტერორისტებმა მანქანებს ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მანქანა მდინარეში გადავარდა, რასაც კიდევ 4 ადამიანი შეეწირა.

 

დაღუპულთა შორის გაეროს თანამშრომლები არ არიან. თავდასხმას უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ემსხვერპლნენ, რომლებიც ავტოკოლონას აცილებდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი