logo_geo
მასკმა პუტინი „Clubhouse“-ში სასაუბროდ მიიწვია
- +

15 თებერვალი. 2021. 18:46

 

 

კომპანიების, „Tesla“-ს და „SpaceX“-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „Clubhouse“-ში სასაუბროდ მიიწვია. ამის შესახებ BBC იუწყება.

 

როგორც პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ეს საინტერესო წინადადებაა, მაგრამ ვლადიმირ პუტინი სოციალურ ქსელებს არ იყენებს.

 

„ამ სიტუაციაში გარკვევაა აუცილებელი. მთლიანობაში ეს საინტერესო წინადადებაა, მაგრამ პრეზიდენტი პუტინი სოციალურ ქსელებს არ იყენებს“, - განაცხადა პესკოვმა.

 

სოციალური ქსელი „Clubhouse“ 2020 წელს შეიქმნა. მისი მფლობელი კომპანია „Alpha Exploatation Co“-ია. სოცქსელში ურთიერთობა აუდიოშეტყობინებების ფორმატშია შესაძლებელი, ხოლო დარეგისტრირება მხოლოდ ერთ-ერთი მონაწილის მიწვევით შეიძლება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი