ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
ისრაელმა უკვე თითქმის სრულად გახსნა რესტორნები, ბარები, კომერციული დაწესებულებები.
ახლა, როდესაც ისრაელის დაახლოებით 9-მილიონიანი მოსახლეობის თითქმის 60%-მა მიიღო COVID-19 ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა, ქვეყანა დანარჩენ მსოფლიოს აჩვენებს მაგალითს, თუ როგორ უნდა გადაარჩინოს საკუთარი სახელმწიფო, დაიცვას ადამიანების სიცოცხლე და ეკონომიკა.
ისრაელმა მასობრივი ვაქცინაცია შთამბეჭდავი ტემპით დაიწყო და ძირითადად, „Pfizer-BioNTech“-ს ვაქცინით პირველ ორ კვირაში მოსახლეობის 10%-ზე მეტი აცრა.
ასევე, ისრაელი მსოფლიოს ლიდერ ქვეყნად გამოაცხადეს ერთ სულ მოსახლეზე ვაქცინაციის რაოდენობის მხრივ.