logo_geo
სენტ ვინსენტის და გრენადიმების პრემიერ-მინისტრს ანტივაქსერებმა თავი გაუტეხეს
- +

6 აგვისტო. 2021. 15:21

 

 

კარიბის ზღვაში მდებარე სახელმწიფოს, სენტ-ვინსენტის და გრენადინების პრემიერ-მინისტრს რალფ გონსალვიშს ანტივაქსერებმა თავი გაუტეხეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

 

ინციდენტი სამედიცინო სფეროს მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე მოხდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პრემიერ-მინისტრს თავში ქვა მოარტყა.

 

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ და შენობას ბოთლები და ქვები დაუშინეს. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ინციდენტის ადგილიდან გაიყვანეს, ის მეზობელ ქვეყანაში, ბარბადოსში გაემგზავრა, სადაც მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას ჩაუტარებენ.

 

74 წლის გონსალვიში სენტ-ვინსენტს და გრენადინებს 2001 წლიდან უდგას სათავეში. ამ დროისთვის კუძნულზე მოსახლეობის 9% არის სრულად ვაქცინირებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი