logo_geo
შალვა თადუმაძე: ყოველწლიურად ხორციელდება ჩემი და ჩემი ოჯახის ქონებრივი დეკლარაციის სრულყოფილი მონიტორინგი და დღემდე, არსებითი დარღვევა შესაბამის სამსახურს ჩემს დეკლარაციაში არ აღმოუჩენია
- +

11 მარტი. 2024. 17:08

 

 

ე.წ. ,,ვეტინგის“ სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და მიზნად ისახავს „კეთილსინდისიერების“ შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი“ მოსამართლე შალვა თადუმაძეს  ესაუბრა.

 

ვინ აპირებს ჩემს შემოწმებას - ხელმოცარული იურისტები და კორუმპირებული პოლიტიკოსები? 

 

 

ვეტინგი ჩემ მიერ მიღებული ათასობით გადაწყვეტილებაა, რომელიც სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაზე საჯაროდ ქვეყნდება და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია. პოლიტიკურად ანგაჟირებული ფსევდო ექსპერტები თუკი წაიკითხავენ, ნათლად დაინახავენ ვადის დაურღვევლად, მაღალი დასაბუთების ხარისხით მიღებულ ჩემს გადაწყვეტილებებში კეთილსინდისიერ და კვალიფიციურ მიდგომებს.

 

რაც შეეხება ჩემს ეკონომიკურ მდგომარეობას, ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ მაქვს 23 წლიანი, უწყვეტი იურიდიული პრაქტიკა. აქედან, 12 წელი, კერძო სექტორში ვმუშაობდი და მიჩნეული ვიყავი ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ადვოკატად;  ხოლო,  ბოლო 11 წლის განმავლობაში, დღემდე, სახელმწიფო სამსახურში, ვმუშაობ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად  თანამდებობებზე.

 

აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ  პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით, ყოველწლიურად ხორციელდება ჩემი და ჩემი ოჯახის ქონებრივი დეკლარაციის სრულყოფილი მონიტორინგი და დღემდე, არსებითი დარღვევა შესაბამის სამსახურს  ჩემს დეკლარაციაში არ აღმოუჩენია“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

 

big_banner
არქივი