logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის პოზიციები გავაჟღეროთ ჩვენს კოლეგებთან ევროპარლამენტში და განვიხილოთ ის პროგრესი, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე აქვს
- +

27 თებერვალი. 2024. 10:42

 

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის პოზიციები, გავაჟღეროთ ჩვენს კოლეგებთან ევროპარლამენტში და განვიხილოთ ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ სტრასბურგში განუცხადა.

 

„საპარლამენტო თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე კვირაში ევრონესტის სესიებია დაგეგმილი. არის საკითხები, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ფარგლებში უნდა განვიხილოთ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს პირველად გამართავს.

 

 

big_banner
არქივი