logo_geo
რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?
- +

13 მარტი. 2020. 23:43

 

 

იტალიაში კორონავირუსულმა ინფექციამ ყველაზე მეტი სიკვდილი გამოიწვია ჩინეთის შემდეგ. 13 მარტის მონაცემებით გარდაცვლილია 1016 ადამიანი, დაიგნოსტირებულია 15000-ზე მეტი. გამოჯანმრთელებულია ჯერჯერობით 1258 და კრიტიკულ მდგომარეობაშიც 1153 იმყოფება.

 

ყოველდღიურად კატასტროფულად მაღალია ახალი შემთხვევების რიცხვიც.

 

ისმის კითხვა: რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი იტალიაში?

 

პირველი და უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ იტალიამ დააგვიანა პირველი რეაგირება საერთაშორისო განგაშის გამოცხადებაზე და ყველაზე გვიან ჩაკეტა საზღვრები ჩინეთთან. ეპიდემიის აფეთქების თავიდან ასაცილებლად კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზღვრის კონტროლი და სახიფათო ზონიდან ჩამოსული ყველა

ადამიანის შემოწმება.

 

გარდა ამისა, არ მოხდა სათანადო რეაგირება დაავადების მსუბუქ შემთხვევებზე და სწორედ ასეთი ადამიანები გახდნენ ინფექციის ძლიერი გამავრცელებლები.

 

სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზად კი ეპიდემიოლოგები იტალიის მოსახლეობის დემოგრაფიულ თავისებურებას ასახელებენ: იტალიის მოსახლეობა ევროპის ქვეყნების მოსახლეობას შორის ყველაზე ხანდაზმულია, აქ მოსახლეობის

საშუალო ასაკი 48 წელია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი 83 წელი.

 

ანალოგიური მონაცემები აშშ-ში არის შესაბამისად 38 წელი და 78 წელი, საქართველოსთვის კი - 38 წელი და 73 წელი.

 

იტალიის მოსახლეობის 23% 65 წელს გადაცილებულია, მათ შორის ბევრია 80 წელს გადაცილებულიც. Covid  19-ით გარდაცვლილთა დიდი ნაწილი იტალიაში სწორედ 80 წელს გადაცილებულები იყვნენ.

 

დღეის მონაცემებით საერთო ინფიცირებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი იტალიაში 7%-ს აჭარბებს, რაც საკმაოდ დიდი ციფრია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი