თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, მინისა და ქვის მოზაიკის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
-
+
2 მარტი. 2024. 13:28
„ფრაგმენტები ჰარმონიაში მოზაიკის ანსამბლი“ - თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, მოზაიკის ხელოვნების გამოფენა მოეწყო.
გამოფენაზე მინისა და ქვის მოზაიკის ნამუშევრების მრავალფეროვნება იყო წარმოდგენილი. გამოფენა დამდეგ ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს მიეძღვნა.