ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრო სადენები.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ელექტროენერგია არ მიეწოდება ნატანების, კონჭკათისა და სოფელ შრომის რამდენიმე უბანს. სოფელ კონჭკათში დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი.