logo_geo
ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, ბაღდათში ჩამოწოლილია რამდენიმე მილიონი კუბი მასა
- +

7 თებერვალი. 2024. 14:40

 

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბაღდათში ჩამოწოლილია რამდენიმე მილიონი კუბი მასა. ლერი ბარნაბიშვილის თქმით, იმის გამო, რომ ცოცხალ ადამიანებს ეძებენ, მაშველები სიფრთხილით მუშაობენ.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ ცოცხალ ადამიანებს ვეძებთ, მაშველები სიფრთხილით მუშაობენ. თითოეულ ტექნიკაზე მობილიზებულია რამდენიმე მაშველი და ის ადგილები, სადაც ეჭვი გვაქვს, რომ შესაძლებელია ადამიანები იყვნენ, მათი დამუშავება ფრთხილად ხდება. მასა არის რამდენიმე მილიონი კუბი. ადამიანებს იმ სახლიდან, რომელიც საშიშ ზონაში იმყოფება დღესვე გავასახლებთ. თუ ვინმეს არ აქვს, რომ ღამე გაათენოს, ამას მერია უზრუნველყოფს, ამისთვის გამოყოფილია შესაბამისი თანხები.

 

პარალელურად გარემოს დაცვის სპეციალისტები და გეოლოგები იკვლევენ იმ ზონებს, რომელიც შეიძლება პოტენციურად საშიში იყოს“, - აღნიშნა ლერი ბარნაბიშვილმა.

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მაშველები ისევ ეძებენ ხუთ ადამიანს. ამ დროისთვის ნაპოვნია ოთხი ცხედარი, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია ერთი მოქალაქე.

 

 

big_banner
არქივი