logo_geo
ირაკლი ქარსელაძე: აჭარაში გამორჩეულად ბევრი კერაა, სადაც შესაბამისი მობილიზებისა და ძალისხმევის პირობებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

10 თებერვალი. 2024. 18:00

 

 

სტიქიური ზონების სიმრავლის თვალსაზრისით, აჭარაში გამორჩეულად ბევრი კერაა, სადაც შესაბამისი მობილიზებისა და ძალისხმევის პირობებში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ქედაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, ადგილზე ხდება როგორც ტექნიკის, ასევე სამუშაო ძალის მობილიზება, რათა სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია დროულად დასრულდეს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

 

აჭარაში 6 თებერვალს სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

big_banner
არქივი