logo_geo
ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტების გაგზავნას
- +

13 მარტი. 2024. 19:48

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტების გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

 

"ჩემთვის უკრაინაში რაკეტების გაგზავნა გამორიცხულია. ეს არის ხაზი ჩემთვის, როგორც კანცლერისთვის", - აღნიშნა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

 

 

ასეთი რაკეტების გამოყენება, მისი აზრით, მოითხოვს გერმანელი ჯარისკაცების მონაწილეობას და დასძინა, რომ "ეს მიუღებელია, მაშინაც კი, თუ ჯარისკაცები ფიზიკურად არ იქნებიან უკრაინის ტერიტორიაზე".

big_banner
არქივი