logo_geo
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: პუტინის გემები იძირება
- +

25 მარტი. 2024. 01:31

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შეფსი გამოეხმაურა დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსული სადესანტო ხომალდების „იამალისა“ და „აზოვის“ განადგურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

"პუტინის მიერ უკრაინის უკანონო ოკუპაცია უზარმაზარ ზიანს აყენებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, რომელიც ახლა ფუნქციონალურად არააქტიურია. რუსეთი 1783 წლიდან ცურავს შავ ზღვაში, მაგრამ ახლა იძულებულია თავისი ფლოტი პორტებში დგომით შეზღუდოს და იქაც პუტინის გემები იძირება!" - აღნიშნა მან.

 

 

big_banner
არქივი