logo_geo
მარია ზახაროვა: ძნელი დასაჯერებელია, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეეძლო, მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა განეხორციელებინა
- +

27 მარტი. 2024. 21:57

"უკიდურესად ძნელი დასაჯერებელია, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეეძლო, გასულ პარასკევს მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა განეხორციელებინა",– ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

 

მისი თქმით, დასავლეთი ჩქარობდა პასუხისმგებლობის დაკისრებას „ისლამურ სახელმწიფოზე“.

 

„კოლექტიური დასავლეთის ეჭვების მოსაშორებლად, მათ სასწრაფოდ სჭირდებოდათ რაღაცის მოფიქრება, ამიტომ მათ მიმართეს „ისლამურ სახელმწიფოს“ და, ფაქტობრივად, ტერორისტული თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ მედიამ დაიწყო სწორედ ამ ვერსიების გავრცელება“, – აღნიშნა ზახაროვამ.

 

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 139 ადამიანი, ხოლო 182 დაშავებული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

 

 
big_banner
არქივი