logo_geo
ჯონ კირბი: მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოა“ პასუხისმგებელი გასულ კვირას მოსკოვში მომხდარ საზარელ თავდასხმაზე
- +

28 მარტი. 2024. 23:24

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქში განხორციელებულ თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობაზე გამოთქმული მოსაზრება სიცრუეა.

 

სრულიად ნათელია, რომ მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოა“ პასუხისმგებელი გასულ კვირას მოსკოვში მომხდარ საზარელ თავდასხმაზე. აშშ ცდილობდა ამ ტერაქტის თავიდან აცილებას და კრემლმა ეს იცის“, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

 

მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემსრულებლებმა თანხები და კრიპტოვალუტა უკრაინიდან მიიღეს.

 

 
big_banner
არქივი