logo_geo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
- +

29 მარტი. 2024. 01:11

"ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება", – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ჯარისკაცების ოჯახების წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

„მე ვიცი, რომ ყოველი დღე, რაც გადის, ჯოჯოხეთია. თქვენი შვილები გმირები არიან, ისრაელელი გმირები. მხოლოდ ძლიერი სამხედრო ზეწოლა, რომელიც განვახორციელეთ და განვახორციელებთ, დააბრუნებს ყველას. ჩვენ დავიპყარით ღაზის სექტორის ჩრდილოეთი და ხან იუნისი, ვემზადებით რაფაჰში შესასვლელად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 
big_banner
არქივი