დიდი შვიდეულის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ლიდერებმა დაგმეს ირანის უპრეცედენტო თავდასხმა ისრაელზე და კიდევ ერთხელ დაადასტურეს დიდი შვიდეულის ურყევი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი“, – წერს თეთრი სახლი.
დისტანციურად გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თეთრი სახლის ახლო აღმოსავლეთის კოორდინატორი ბრეტ მაკგურკი.