„როიტერი"-ის ინფორმაციით, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მთავრობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ახალი საპრეზიდენტო „ბოინგი", რადგან ის საკმაოდ ძვირი ჯდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტრამპი twitter-ზეც წერს.
„ბოინგი" აგებს სრულიად ახალ - მოდელ 747-ს ამერიკის მომავალი პრეზიდენტებისთვის, რაც ძალიან ძვირი, 4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჯდება. გააუქმეთ შეკვეთა! ჩვენ გვინდა, რომ „ბოინგმა" გააკეთოს ბევრი ფული, მაგრამ არა ასე ბევრი", - წერს ტრამპი.
კომპანიაში ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.