logo_geo
უკრაინაში, ხარკოვში, აზერბაიჯანის საკონსულოს ცეცხლი გაუხსნეს
- +

7 ნოემბერი. 2020. 16:56

 

 

უკრაინის ქალაქ ხარკოვში აზერბაიჯანის საკონსულოს შენობას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.

 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდსხმა 7 ნოემბერს ღამით მოხდა.

 

„საკონსულოს შენობის კარებს და ფანჯრებს 6 ტყვია აქვს მოხვედრილი. არავინ დაშავებულა, რადგანაც ღამით იქ თანამშრომლები არ იმყოფებიან. საკონსულოს ვიდეოკამერებმა ორი თავდამსხმელი დააფიქსირეს“ - განაცხადეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს რადიკალური სომხური დაჯგუფებები საზღვარგარეთ აზერბაიჯანის დიპლომატების წინააღმდეგ პროვოკაციებს აწყობენ.

 

„იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანელი დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების მიმართ რადიკალური სომხური დაჯგუფებების მხრიდან არაერთი მუქარა გაისმა, ეს თავდასხმაც ამ კონტექსტში განიხილება“, - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

მომხდართან დაკავშირებით ხარკოვის პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმის შემდეგ როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის საკონსულოს დაცვა გაძლიერდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი