logo_geo
ეგზორციზმის რიტუალის დროს 9 წლის გოგო გარდაიცავალა
- +

2 მარტი. 2021. 16:01

 

შრი-ლანკაში სამართალდამცავებმა ქალი დააკავეს, რომელმაც ბოროტი სულისგან გასათავისუფლებლად 9 წლის ბავშვი რიტუალის თანახმად ჯოხით სცემა და გოგონა გარდაიცვალა.

 

ბავშვის მშობლები ფიქრობდნენ, რომ გოგო ავი სულით იყო შეპყრობილი. დედამ, შვილის დემონებისგან გასათავისუფლებად, ბავშვი ეგზორცისტის სახლში მიიყვანა.

 

ქალმა რიტუალის დაწყებამდე გოგონას სხეულზე ზეთი წაუსვა, შემდეგ კი, დემონების გასადევნად, ბავშვის ჯოხით ცემა დაიწყო.

 

შემთხვევა დედაქალაქ კოლომბოს მახლობლად მოხდა. ბავშვის ყვირილი მეზობლებმა გაიგონეს. გონდაკარგული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

 

სასამართლომ ორივე ეჭვმიტანილის - ეგზორცისტი ქალისა და ბავშვის დედის დაპატიმრების განკარგულება გასცა. მათ ბავშვის მკვლელობაში ედებათ ბრალი.

 

ეგზორცისტი ქალის საქმეს პოლიცია ჯერ კიდევ 9 წლის ბავშვის გარდაცვალებამდე იძიებდა. ქალი რაიონში ცნობილი იყო ამ რიტუალებით, თუმცა, სამართალდამცავებს აინტერესებდათ, მიმართავდა თუ არა ქალი რიტუალების დროს ძალადობას.

 

შრი-ლანკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა დახმარებისთვის ექიმბაშებს, ჯადოქრებსა და ეგზორცისტებს მიმართავს.

 

ცოტა ხნის წინ შრი-ლანკის ჯანდაცვის მინისტრმა საჯაროდ დალია შინაური წესით დამზადებული სიროფი. მან განაცხადა, რომ სასწაულმოქმედი წამალი „ღმერთკაცის“ მიერ იყო დამზადებული და კორონავირუსისგან სამუდამოდ იცავდა. მინისტრი მალე კორონავირუსით დაავადდა და მის გადასარჩენად მძიმე თერაპია გახდა საჭირო.

 

https://report.ge/world/egzortsizmis-ritualis-dros-9-tslis-gogo-gardaitsavala/

 

big_banner
არქივი