logo_geo
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი: მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება
- +

21 ივნისი. 2021. 20:00

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება.

 

„გლობალურ დონეზე ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება, ხოლო სიკვდილიანობის რიცხვი - ზედიზედ მეშვიდე კვირა. ეს კარგი ამბავია, მაგრამ ინფიცირების ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი გლობალური მასშტაბით კვლავ მაღალია“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი