logo_geo
მიქაუტაძეს „აიაქსში“ შეცვლაზეც აღარ ათამაშებენ - ამსტერდამელები ლიდერებს მიუახლოვდნენ
- +

10 დეკემბერი. 2023. 01:29

 

 

გიორგი მიქაუტაძემ აუცილებლად უნდა დატოვოს „აიაქსი“ – ამის საჭიროებას ბოლო დროს ქართველი ლეგიონერის თავს ნიდერლანდურ გრანდში მომხდარი ამბები ადასტურებს.

 

ერედივიზიონის მე-15 ტურის შეხვედრაში ამტერდამელებმა „იოჰან კრუიფი არენაზე“ როტერდამის „სპარტას“ უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „აიაქსის“ განაცხადში იყო, მაგრამ ამჯერადაც მოედანზე შესვლის და თავის გამოჩენის შანსი არ მიეცა.

 

„აიაქსმა“ თამაში კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. მე-8 წუთზე ანგარიში მიქაუტაძის კონკურენტმა ბრობიმ გახსნა, ხოლო ამსტერდამელების უპირატესობა 42-ე წუთზე ბერგვაინმა პენალტით გაზარდა. როტერდამის „სპარტამ“ 55-ე წუთზე ნეგლის გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა.

 

„აიაქსმა“ ბოლო ექვსი მატჩიდან ხუთი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა – ამ წარმატებული სერიით უკვე 24 ქულა დააგროვა და ერედივიზიონში მე-5 ადგილზე დაწინაურდა, რაც კონფერენსლიგაზე თამაშის უფლებას იძლევა.

 

 

big_banner
არქივი