logo_geo
მარნეულში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- +

10 იანვარი. 2024. 20:50

მარნეულში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებული პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, პროკურორი კი ამბობს, რომ ბრალდებული საზოგადოებისთვის საშიშია, რის გამოც ის პატიმრობაში უნდა იყოს.

 

 

მორიგი პროცესი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 28 თებერვლისთვის ჩაინიშნა.

 

 

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

big_banner
არქივი