logo_geo
გიორგი შერმადინმა „ტენერიფეს“ მოხსნების რეკორდი დაამყარა
- +

11 იანვარი. 2024. 15:45

 

 

გიორგი შერმადინმა ესპანური კლუბის „ტენერიფეს“ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. ქართველი ცენტრი კლუბში მე-5 სეზონს ატარებს და არაერთ მაჩვენებელში კლუბის ისტორიული ლიდერია,

 

ესპანეთის ჩემპიონატის წინა ტურში, რომელშიც „ტენერიფემ“ „ხუვენტუდი“ დაამარცხა, შერმადინმა 8 მოხსნა მოაგროვა, რითაც 4 ერთეულით გადაასწრო ამ კომპონენტში კლუბის ისტორიულ ლიდერ კენ ჯონსონს. ამერიკელი კალათბურთელის სარეკორდო შედეგი, რომელიც 834-ს შეადგენდა, მთელი 33 წელი ურყევად იდგა, სანამ იგი შერმადინმა 4 მოხსნით არ გააუმჯობესა.

„ცხადია, ამით ძალიან გახარებული ვარ. ყველა მოთამაშის ოცნებაა, რომ გუნდში რაიმე რეკორდის მფლობელი იყოს. ეს ყველაფერი გუნდური მუშაობის შედეგია. აქ იგულისხმება მწვრთნელების მიერ გამოჩენილი ნდობაც, რაც ჩემთვის მოცემულ წუთებში იგულისხმება. ყოველდღიური ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, მთავარი ისაა, ამას თამაშში როგორ გადაიტანთ”, - განაცხდა შერმადინმა.

 

შერმადინი „ტენერიფეს“ ისტორიაში აბსოლუტური ლიდერია სარგებლიანობის ჯამური კოეფიციენტის (2 987) მხრივ და ასევე პირველ ადგილზეა ჩაგდებულ ორქულიანებსა (780) და ჩატენვებში (190). ამას გარდა, გიოს მე-2 პოზიცია უკავია კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის. მას 2 237 ქულა აქვს და მხოლოდ ესპანელ ხერმან გონსალესს (3 191) ჩამორჩება.

 

 

 

big_banner
არქივი