logo_geo
პეტრო პოროშენკოს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე
- +

18 ივლისი. 2017. 13:51


უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისგან მოთხოვნა არ მიუღია და შესაბამისად, ეს საკითხი არ განხილულა.


„ჩვენ გვაქვს ეფექტური კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია მოთხოვნა ექსტრადირების შესახებ. შესაბამისად, არ განგვიხილავს ეს საკითხი", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.


პოროშენკოს თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში რომ დადგეს დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მოთხოვნაზე.


ამასთან, პოროშენკომ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში არავითარი პრობლემა არ არის.

 

"ჩვენ არ გვაქვს არცერთი პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სოციალური პრობლემა საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობებში. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთიანია ამ მომენტში. დარწმუნებული ვარ, ვერავინ და ვერაფერი გაყოფს ჩვენს ხალხს",- დასძინა პოროშენკომ.

 


 

big_banner
არქივი