logo_geo
Bloomberg: რუმინეთმა ნატოს წევრებს შეატყობინა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისს ნატოს გენერალური მდივნის კანდიდატად წარადგენს
- +

23 თებერვალი. 2024. 01:37

რუმინეთმა ნატოს წევრებს შეატყობინა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისს ნატოს გენერალური მდივნის კანდიდატად წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ევროპულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

სააგენტო Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ კლაუს იოჰანისის წარდგენა გაართულებს სხვა მოკავშირეების ძალისხმევას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მომავალ ხელმძღვანელად დანიშნონ ნიდერლანდების მიმავალი პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე.

 

 

ნატოს წევრი 20-ზე მეტი ქვეყანა თანახმაა, რომ ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი ნიდერლანდების მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ შეცვალოს.

 

 

წესდების თანახმად, ნატოს ხელმძღვანელი კონსენსუსის გზით უნდა იყოს არჩეული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუტეს 31-ვე ქვეყნის მხარდაჭერა დასჭირდება. არსებული ინფორმაციით, 10-მდე ქვეყანას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს სტოლტენბერგის შემცვლელად და მათ ამისთვის განსხვავებული მიზეზები აქვთ.

big_banner
არქივი