logo_geo
ფინეთი პირველად მიიღებს მონაწილეობას NATO-ს თავდაცვით წვრთნებში, როგორც ალიანსის წევრი
- +

3 მარტი. 2024. 23:34

 

 

ფინეთი პირველად მიიღებს მონაწილეობას NATO-ს თავდაცვით წვრთნებში, როგორც ალიანსის წევრი.

 

„Nordic Response 2024“ 4 მარტს დაიწყება. წვრთნები ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში ჩატარდება.

 

წვრთნები მოიცავს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მანევრებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 20 ათასი მონაწილე 14 ქვეყნიდან, მათ შორის 4 100 ფინელი ჯარისკაცი.

 

წვრთნებში ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და NATO-ს სხვა ქვეყნების 100-ზე მეტი თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავები, სატრანსპორტო და სადაზვერვო თვითმფრინავები, აგრეთვე, სხვადასხვა ვერტმფრენი.

 

 

 

big_banner
არქივი