logo_geo
ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- +

4 მარტი. 2024. 15:15

 

 

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 80 000 აშშ დოლარი და 8 672 000 რუსული რუბლი გამოავლინეს.

 

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 464 595,2 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში 46 518 ლარით (თანხის 10%- ის ოდენობა) დაჯარიმდნენ.

 

big_banner
არქივი