logo_geo
პიტერ სიიარტო: ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, უკრაინაში ომი აღარ იქნებოდა
- +

5 მარტი. 2024. 01:17

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, უკრაინაში ომი აღარ იქნებოდა.

 

 

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი პატივს სცემს ამერიკელების ნებისმიერ გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა:

 

 

როდესაც დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო, უნგრეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკური კომპონენტი პიკზე იყო.

 

 

მისი თქმით, როდესაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი იყო, ძლიერი ამერიკელი ლიდერის პიროვნებამ შეძლო მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტების განვითარების თავიდან აცილება.

 

 
big_banner
არქივი